პროფესიონალი ელექტრიკოსის მომსახურება არის თქვენი უსაფრთხოების გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ელექტრო გაუმართაობის აღმოფხვრას სწრაფად, ხარისხიანად და უსაფრთხოდ.
სწორი დაგეგმარება და სწორი ტექნიკური გადაწყვეტილებები ამცირებს ელექტო-სამონტაჟო სამუშაებზე გაწეული ხარჯებს და პროექტის განხორციელების ვადებს.
ელექტრო სამუშაოები დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. პროფესიონალი ელექტრიკოსი იცავს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს და იყენებს შესაბამის აღჭურვილობას.
ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო, ელექტრო პრობლემა საჭიროებს პროფესიონალურ ჩარევას. ჩვენ მზად ვართ 24/7!
ელექტრიკოსის მომსახურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერ შენობაში – იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, ოფისი, კომერციული ობიექტი თუ სამრეწველო საწარმო. ელექტროენერგია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მასთან უხარისხო ან არასწორ მუშაობას სერიოზული საფრთხეების შექმნა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ელექტრო სამუშაოსთვის აუცილებელია კვალიფიციური და გამოცდილი ელექტრიკოსის გამოძახება.
ელექტრო პრობლემები მოულოდნელად და ყველაზე შეუფერებელ დროს ჩნდება – იქნება ეს შუაღამე, შაბათ-კვირა თუ უქმე დღე. მოკლე ჩართვა, დენის გათიშვა, როზეტის დაზიანება თუ სხვა ნებისმიერი გაუმართაობა, რომელიც ელექტროენერგიასთან არის დაკავშირებული, საფრთხის შემცველი და სტრესული შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, ელექტრიკოსის 24/7 მომსახურება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და პროფესიონალურ დახმარებას ნებისმიერ დროს, დღე-ღამის განმავლობაში.
წლიანი გამოცდილება!
0
+

არასოდეს ეცადოთ ელექტრო სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულებას, თუ არ გაქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. თქვენი უსაფრთხოება და სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია. დაუკავშირდით პროფესიონალ ელექტრიკოსს და დარწმუნდით, რომ თქვენი ელექტრო სისტემა გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს.






ტექნოლოგია
თანამედროვე ტექნიკური გადაწყეტილებები!
გარანტია
გარანტია შესრულებულ რთულ სამუშაებზე!
ფასები ხარისხზე დაბალი
ჩვენთან ყველა მომსახურებაზე კონკურენტული ფასებია!
24/7 მხარდაჭერა
პროფესიონალი ელექტრიკოსის მომსახურება ხელმისაწვდომია 24/7!
ახალი ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი:
ახალი შენობის აშენებისას ან რემონტის დროს, როდესაც საჭიროა ელექტრო სისტემის სრული გაყვანილობა.
ძველი გაყვანილობის შეცვლა/განახლება:
მოძველებული ან დაზიანებული გაყვანილობა უსაფრთხოების რისკებს შეიცავს და საჭიროებს განახლებას.
ელექტრო მოწყობილობების მონტაჟი და შეერთება:
ჭაღის, როზეტის, ჩამრთველის, ავტომატური ამომრთველის, სტაბილიზატორის, წყლის გამაცხელებლისა თუ სხვა ელექტრო ტექნიკის პროფესიონალური მონტაჟი.
ელექტრო გაუმართაობის დიაგნოსტიკა და შეკეთება:
მოკლე ჩართვა, დენის გათიშვა, სუნის გაჩენა, ნაპერწკლები ან ნებისმიერი სხვა ელექტრო პრობლემა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ჩარევას.
უსაფრთხოების აუცილებელი კომპონენტი, რომელიც იცავს ელექტროშოკისა და ხანძრისგან.
ელექტრო ქსელის ოპტიმალური დაგეგმვა და პროექტირება, რათა თავიდან იქნას აცილებული გადატვირთვა.
პერიოდული ინსპექცია ელექტრო სისტემის გამართულობისა და უსაფრთხოების შესამოწმებლად.