image style = width:68%

ქარის და მზის ენერგო სისტემები

ალტერნატიული ენერგიის წარმოება საქართველოში ნელ-ნელა იწყებს განვითარებას. იზრდება მოთხოვნა ამოუწურავი ენერგიის წყაროებზე, რომლიც არ აზიანებს გარემოსა და ბუნებას, არ აბინძურებს ეკოლოგიას და ამავდროულად იძლევა სითბოსა და ელექტროენერგიას.  სამეცნიერო წრეებში დიდი ხანია დადგენილია, რომ მზის ენერგიის ერთ კვირაში მიღებული რაოდენობა, რამდენჯერმე აღემატება მსოფლიო საწვავის რეზერვების მარაგებს.  ისიც უნდა ითქვას, რომ ამ რესურსის მხოლოდ მინიმალური რაოდენობა არის ათვისებული.